ბუკაიო საკამ არსენალის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბუკაიო საკამ პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მატჩში ლუტონის წინააღმდეგ მე-200 მატჩი ჩაატარა. "არსენალის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა თავისი ბავშვობის კლუბთან ერთად წარმოუდგენელი მიღწევა დააფიქსირა.
22 წლის ასაკში ინგლისელი გარემარბი "მეთოფეებთან" ერთად ისტორიას წერს. ბუკაიო საკას დებიუტი 2018 წლის 29 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩში "ვორსკლა" პოლტავას წინააღმდეგ შედგა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა 200 ჩატარებული მატჩიდან 173-ში ძირითადში დაიწყო, 46 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა.
From Hale End to Arsenal's history ⭐️
— BeSoccer (@besoccer_com) December 5, 2023
Bukayo Saka makes his 200th appearance for Arsenal 🔴⚪️
Congratulations, @BukayoSaka87 👏
👉https://t.co/vuhh65g1bG👈 pic.twitter.com/IesCn6pDx2