Belive

ბუკაიო საკა არსენალის ისტორიაში შევიდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონი კვლავ "სიტისა" და "არსენალის" დომინაციით იწყება.

პეპ გვარდიოლას შეგირდებს 4/4 გამარჯვება აქვთ და 12-ქულით ცხრილის სათავეში არიან, ლონდონის "არსენალი" კი მეორე პოზიციას 10 ქულით იკავებს.

სასტარტო და განვილილი 4 ტურის შემდეგ, ბუკაიო საკამ "არსენალის" ყველა დროის რეკორდი მოხსნა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 4 ტურში ყველა მატჩში შეძლო საგოლე გადაცემის შესრულება.

აქამდე ეს რეკორდი ტიერი ანრის და სესკ ფაბრეგასს ჰქონდათ დაფიქსირებული (პირველ 3 მატჩში სამივე მატჩში შეძლეს საგოლე გადაცემის შესრულება).

შეგახსენებთ, რომ ბუკაიო საკა "არსენალის" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას ბავშვობიდან იცავს, ძირითად კლუბში კი 230 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 59-ჯერ გოლის გატანა, 57-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში სწორედ "სიტისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგება. მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები