Belive

ბუფონმა იტალიის ნაკრებს დიდი დარტყმა მიაყენა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუჯი ბუფონმა, იტალიის ნაკრებს დიდი დარტყმა მიაყენა და უარი თქვა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაბრუნებაზე მაშინ, როდესაც "აძური" თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის.

"La Gazzetta Dello Sport" - ის ინფორმაციით, პაოლო მალდინი პირადად დაუკავშირდა ბუფონს და Club Italia - ს პროექტში, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებს კურირებს, სამუშაო შეთავაზა. ლეგენდარულმა მეკარემ ეს შეთავაზება სერიოზულად განიხილა, მაგრამ საბოლოოდ, მალდინის აცნობა, რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო. ბუფონმა ფეხბურთისგან იმ დისტანციის შენარჩუნება გადაწყვიტა, რომელსაც ის გასული წლის აპრილიდან იცავს. ტურინის იუვენტუსის ლეგენდა, ეროვნული ნაკრების კოორდინატორი იყო, მაგრამ გასული წლის მარტში, მთავარ მწვრთნელ, ჯენარო გატუზოსთან და ფედერაციის პრეზიდენტ, გაბრიელე გრავინასთან ერთად, თანამდებობა დატოვა.

სხვა სტატიები