Belive

ფერდინანდის პროგნოზი - რიომ ევრო 2024-ის ფინალისტები და გამარჯვებული დაასახელა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესახებ TNT Sport-ის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ფერდინანდის პროგნოზით, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები იასპარეზებენ, ჩემპიონობას კი ინგლისი იზეიმებს.

ფერდინანდის თქმით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდება, სიურპრიზებს კი თურქეთის ნაკრებისგან ელის.

ინგლისი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდა, სადაც სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საუტგეიტის გუნდი პირველ შეხვედრას 16 ივნისს, სწორედ სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები