Belive

ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმთან ერთად სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა სეზონის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო და ვარჯიშს ქართველი ფეხბურთელიც შეუერთდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა წინასასეზონო ვარჯიშები სულ 25 მოთამაშესთან ერთად ჩაატარა, შემდეგ კი მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

ჩვენ ყველა ასპექტში გვსურს გაუმჯობესება. გასულ სეზონში ჩვენი საშინაო შედეგები კატასტროფული იყო, სხვაგვარად ამის თქმა შეუძლებელია. ბოლო წლებში ჩვენ კარგი შედეგები გვქონდა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით საშინაო არენაზე. გვინდა, რომ ამას დავუბრუნდეთ, ამისათვის კი გოლები უნდა გავიტანოთ. მაგრამ ასევე გვჭირდება დაცვის სტაბილიზაცია. გვინდა, რომ 90 წუთის განმავლობაში უფრო კომპაქტური ვიყოთ და დამატებული დროის განმავლობაში გვჭირდება ის გამძლეობა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გამოგვარჩევდა. გვინდა, რომ ეს დნმ და იდენტობა მოედანზე უფრო მეტად და ყველა თამაშში დავაბრუნოთ - ფრანკ შმიდტი - ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი
View this post on Instagram

A post shared by 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@fch_1846)

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმს გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, მან ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ტურნირის ეგიდით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 2 გოლი, გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

31 წლის ქართველ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს

სხვა სტატიები