Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ედელოს წინააღმდეგ

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის თასის 1/32-ფინალში ედელომ ჰაიდენჰაიმი 5:2 დაამარცხა და ქართველის გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. ბუდუ ზივზივაძემ მატჩის მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, 58-ე წუთზე ბუდუმ პენალტის ნიშნულიდან მომენტის გოლად გარდაქმნა ვერ შეძლო.

ბუდუ ზივზივაძემ 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 19-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 11 გადაცემიდან 9 ზუსტად შეასრულა (82%), კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, აქედან 2-ჯერ კარში.

ქართველი ფეხბურთელის შეფასებები:

  • Flashscore: 6.3

  • Sofascore: 6.0

ჰაიდენჰაიმი მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს დინამო დრეზდენის წინააღმდეგ გამართავს.