Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება კიოლნის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში "კარლსრუე" "კიოლნს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 79 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა პირველი გოლის ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ბუდუმ Sofascore-ს მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.4 დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 1 იყო, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 19 გადაცემა გააკეთა და 14 ზუსტი იყო (84%), 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.

Whoscored-მა ბუდუ ზივზივაძეს 7.5 შეფასება დაუწერა.

"კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ში 15 ქულით მე-3 პოზიციაზეა (4 მოგება და 3 ფრე). ბუდუ ზივზივაძეს კი 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, რითაც ბომბარდირებში პირველ ადგილს იკავებს

სხვა სტატიები