Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ბრაუნშვაიგის წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" "ბრაუნშვაიგი" ბუდუ ზივზივაძის 87-ე წუთზე მიერ გატანილი გოლის წყალობით 1:2 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90+1 წუთზე შეიცვალა. Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.6 დაუწერა. ქართველს მხოლოდ თანაგუნდელმა ბამბას კონტემ (7.7) და "ბრაუნშვაიგის" მხრიდან გოლის ავტორმა ერმინ ბიჩაკჩიჩმა აჯობეს, რომელსაც ანალოგიური 7.7 შეფასება ჰქონდა.

ბუდუმ კარში 2-ჯერ დაარტყა და ერთი გატანილი გოლით დასრულდა, 3 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებული იყო, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 15 გადაცემიდან 13 ზუსტი იყო (87%), 10 ორთაბრძოლიდან 5-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ქართველ ფორვარდს საუკეთესო შეფასება 8.0 დაუწერა.

ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, ჯერ 7 სექტემბერს ჩეხეთთან, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

კლუბში დაბრუნების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე 13 სექტემბერს "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები