ჰაიდენჰაიმმა ვერდერი ვერ დაამარცხა - ბუდუ ზივზივაძის შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა ვერდერს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქეს პირველივე წუთიდან უტევდა. ზივზივაძე 79-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროის განმავლობაში ბურთს 32-ჯერ შეეხო. ბუდუმ 2 ზუსტი დარტყმა შეასრულა, 4 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 7-დან 5 დუელი მოიგო. Sofascore-მა ბუდუს 6.6 შეფასება დაუწერა, Flashscore-მა 6.3 ხოლო Whoscored-მა 6.82.
ჰაიდენჰაიმი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ გამართავს.