Belive

ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთსო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. „პადერბორნთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში „კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, ის მატჩის საუკეთესო გახდა, ახლა კი შანსი აქვს მთელი ტურის ყველაზე გამორჩეული მოთამაშეც გახდეს.

ბუდუ მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და ამ წარმატების გამეორება შეუძლია. ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ის 17 ტურში 12 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირია, ქართველს 4 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა.

ხმის მიცემა გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.

სხვა სტატიები