Belive

ბუდუ ზივზივაძე გულშემატკვირებმა ელვერსბეგთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კარლსრუეს" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გულშემატკივრებმა "ელვერსბეგთან" მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე 3:2 დაამარცხა, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ბუდუ ზივზივაძემ შეიტანა 1 გოლი გაიტანა და საგოლე მომენტებიც შექმნა. Sofascore-მა მას 7.6 შეფასება დაუწერა, ქართველმა ფორვარდმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა, კარში 3-ჯერ დაარტყა, კარისკენ 2-ჯერ. ბურთთან 28 შეხება ჰქონდა, გადაცემების სიზუსტე კი 11/8 (73%).

ქართველი ფორვარდი ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში 5 გოლი დაუგროვდა.

მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის შემდეგ "კარლსრუე" 21 ქულით მე-12 ადგილზეა. ჩემპიონატში ზამთრის შესვენებაა და იანვარში განახლდება. ბუდუ ზივზივაძის გუნდი კი 19 იანვარს "ოსნაბრუკს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები