Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ჩემი მომენტი რომ გამომეყენებინა, სხვანაირი თამაში წავიდოდა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქტომბრის სანაკრებო შესვენება საქართველოსთვის სამწუხარო შედეგებით დასრუულდა. ჯერ პოლონეთში დავმარცხდით უკრაინასთან (1:0), შემდეგ კი თბილისში, ალბანეთმა ჩვენ წინააღმდეგ რევანში აიღო (0:1). გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ მატჩი შეაფასა.

რთული თამაში იყო. მათ ბევრი მომენტი არ ჰქონიათ, ერთხელ შექმნეს და გაიტანეს კიდეც. მე 2 კარგი შანსი მქონდა, ჩემი მომენტი დაახლოებით მე-5 წუთზე რომ გამომეყენებინა, სხვანაირი თამაში წავიდოდა და უპირატესობას დავეუფლებოდით, თუმცა ფეხბურთია და ასეთები ხდება.

მართალია, ჯგუფში საქმე გავირთულეთ, მაგრამ ნოემბრის თამაშებისთვის ყველა კარგად უნდა მოვემზადოთ და მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ. - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერობა დაკარგა. უკრაინის ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა, შედეგად, ჩეხეთი პირველ ადგილზე გადავიდა 7 ქულით, ჩვენ და ალბანელებს 6-6 ქულა გვაქვს, უკრაინა კი ბოლო ადგილზეა 4 ქულით. ნოემბერში საქართველო ჯერ ბათუმში უმასპინძლებს უკრაინას, 3 დღეში კი სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები