Belive

ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კლუბსა და ნაკრებში მისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს და მასთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის ნაკრების გასახდელიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველსა და თავდამსხმელს ერთმანეთთან არც ისე თბილი შეხვედრა ჰქონდათ.

"არავისთან პრობლემა არ მაქვს. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როგორც ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ყველაფერი, რისი კონტროლიც შეგიძლია, შენ ხარ. ვფიქრობ, ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ შენ უნდა გააკონტროლო საკუთარი თავი, გასცე შენი მაქსიმუმი.

რონალდუსთან რაც მოხდა, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და პორტუგალიურ არხზე კი ამ ყველაფერს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

მე არ წამიკითხავს რონალდუს ინტერვიუ და ამის გამო, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ეროვნული ნაკრების დროა და კონცენტრირებული პორტუგალიის ნაკრებზე ვარ. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან მუნდიალი ყოველთვის არ ტარდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენჯერმე თამაშის შანსი არ გეძლევა.

კრიშტიანუ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ამიტომ ყველა მზადაა ამისთვის და ყველას სურს გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", კლუბზე მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების, ანუ 18 დეკემბრის შემდეგ ვიფიქრებ", - თქვა 28 წლის ნახევარმცველმა.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფში, განას, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას პორტუგალია 24 ნოემბერს განას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები