ბრწყინვალე სტატისტიკა - დე პაული არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დასკვნით ფაზაში შედის. 30 ნოემბერს C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი არგენტინა - პოლონეთის დაპირისპირება იყო.
არგენტინამ მაკალისტერისა და ალვარესის გოლებით 2:0 გაიმარჯვა და C ჯგუფი პირველი ადგილითა და 6 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე კი პოლონეთის ნაკრები 4 ქულით გავიდა.
დიდებული მატჩი ჰქონდა არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ - როდრიგო დე პაულს, რომელმაც ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. კერძოდ კი "ალბისელესტეს" 7-იანმა მატჩში 145 პასი გააკეთა, საიდანაც 137 ზუსტი იყო (მხოლოდ 8 პასი გააფუჭა). ამ შედეგით, 1966 წლის შემდეგ იგი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ მატჩში ამდენი ზუსტი პასის გაკეთება შეძლო.
1 - Rodrigo De Paul completed 137 passes in the match against Poland 🇵🇱 (145 passes attempted), the most by an Argentina 🇦🇷 player in a World Cup game since at least 1966. Confidence. pic.twitter.com/dEo0ggP8cV
— OptaJose (@OptaJose) November 30, 2022
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდება, პოლონეთის ნაკრების მეტოქე კი საფრანგეთი იქნება.