Belive

ბრიტანული მედია: მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ლონდონის ჩელსი დაწინაურდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიტანულ მედიასა და ევროპის წამყვან საფეხბურთო ჟურნალისტებზე დაყრდნობით, აქტიურად ვწერდით, რომ გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდი ინტერესდებოდა.

12 აპრილს, ბრიტანულმა მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ 22 წლის ქართველი მეკარის დამატების საკითხში ლონდონის "ჩელსი" დაწინაურდა.

90min-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ვალენსიას" დატოვებს, ეს უკვე თითქმის გადაწყვეტილია, ხოლო იმ კლუბებს შორის, რომელსაც მისი დამატების სურვილი აქვთ, მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მეტად, "არისტოკრატები" ლიდერობენ.

რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამარდაშვილის დამატება ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ლესტერს” სურთ, ყველაზე ბოლოს კი მათ რიგებს “ასტონ ვილაც” შეემატა. ცოტა ხნით ადრე, ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ მამარდაშვილს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს ინტერესით მადრიდის "რეალიც" აკვირდება, რომელიც ქართველ მეკარეს უკრაინელი ანდრეი ლუნინის შემცვლელად მოიაზრებს.

გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 38 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.


სხვა სტატიები