უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ რაზგრადში, "ლუდოგორეცისჰუვეფარმა არენაზე" გაიამრთება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი მსაჯთა გუნდი მოემსახურება. არიტრთა იტალიურ ბრიგადას სერია A-ს რეფერი ფაბიო მარესკა უხელმძღვანელებს.
41 წლის მსაჯს ზურგს 25-წლიანი პროფესიონალური კარიერა უმაგრებს, თუმცა რანგით პირველ ლიგაში მისი სამსაჯოდებიუტი 2014 წელს შედგა.
2020 წლის შემდეგ ფიფას კატეგორიის არბიტრს წლების განმავლობაში ისეთი გუნდების არაერთ შეხვედრაზე უმსაჯია, როგორებიც სერია A-ს გრანდები, ტურინის "იუვენტუსი", "მილანი", მილანის "ინტერი", "რომა", "ლაციო", "ატალანტა" და სხვები არიან.
ზოგადად, ფაბიო მარესკა ფეხბურთელების გაფრთხილებას არ ერიდება და ამ კუთხით ქართველი ფეხბურთელები შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც, სტატისტიკურად, იტალიელმა მსაჯმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში ფეხბურთელებს სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი უჩვენა. 2021/22 წლების სეზონში, ფაბიო მარესკამ ყველა ტურნირის ჯამში 26 შეხვედრას უხელმძღვანელა და საერთო ჯამში 126 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა, 10-ჯერ კი პენალტი დანიშნა.