Belive

ბრენტფორდთან მარცხის შემდეგ, Domino's Pizza-მ დარვინს დასცინა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ, გულშემატკივარმა დარვინ ნუნიესი მკაცრად გააკრიტიკა და ფეხბურთელის დაცინვასაც არ მოერიდა. გამონაკლისი არც ცნობილი პიცის რესტორანი იყო, რომელმაც ურუგვაელი ფორვარდი სახალხოდ გააქილიკა.

მას შემდეგ, რაც ზაფხულში ინგლისელებმა დარვინი "ბენფიკადან" 85 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს, მის მიმართ დიდი მოლოდინი იყო. პრესა მყისვე ალაპარაკდა ერლინგ ჰოლანდისა და დარვინის დაპირისპირებაზე. ლივერპულელები თვლიდნენ, რომ მათი ახალი შენაძენი ნორვეგიელს დაჩრდილავდა და პრემიერ ლიგაში მთავარი ფიგურა გახდებოდა. თუმცა, ურუგვაელის კარიერა ინგლისში რადიკალურად განსხვავებული გზით განვითარდა. მას 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. შეიძლება ეს სტატისტიკა არც ისე იმედგამაცრუებელია, თუმცა, ახალგაზრდა ფორვარდი ძალიან ბევრ მომენტს ანიავებს და სწორედ ამის გამო ხდება კრიტიკის ობიექტი.

კრიტიკისა და დაცინვის ტალღას ცნობილი სარესტორნო ქსელი Domino's Pizza-ც აჰყვა, რომლებმაც დარვინს პოსტი მიუძღვნეს.

"ბოდიშს გიხდით თუ, თქვენი შეკვეთა გამოგვრჩა. ამ ბიჭმა ახლახანს დაიწყო ჩვენთან მუშაობა.

იურგენ კლოპის გუნდი, 28 ქულით, მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგი შეხვედრა "ლივერპულს" FA თასზე ელის, სადაც მისი მეტოქე "ვულვერჰემპტონი" იქნება. აღნიშნული შეხვედრა 7 იანვარს 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები