Belive

BREAKING | ლიონელ მესი ბარსელონასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესისა და ბარსელონას 1-წლიანი საგა დასრულებულია: ბრიტანული ESPN სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არგენტინელი "ბრაუგრანასთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მესის “ბლაუგრანას” დატოვება გასულ ზაფხულში სურდა – კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების ფონზე, ლიონელმა ღიად განაცხადა, რომ კატალონიაში კარიერის გაგრძელება მის გეგმებში აღარ შედიოდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა – გუნდმა მის სანაცვლოდ, €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის ტრანფერს ბლოკავდა. საბოლოოდ, მესიმ სასამართლო დავას კვლავ გუნდში დარჩენა არჩია.
ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე განვითარდა. ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა. 13 წლიდან აქ ვცხოვრობ და მეტსაც გეტყვით, ბარსელონაში უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე არგენტინაში. ყველაფერი აქ ვისწავლე და ფეხბურთელადაც აქ ჩამოვყალიბდი. დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ზაფხულში ძალიან ცუდი პერიოდი გავატარე პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ცუდ ადამიანად წარმოვეჩინე. რაც მოხდა, მოხდა და არაფერს ვნანობ. ვფიქრობდი, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულებული იყო და ცვლილება მჭირდებოდა. წასვლა მინდოდა, თუმცა ჩემი შვილები დარჩენას მთხოვდნენ, პრეზიდენტი კი მაიძულებდა, ცვლილებაზე არ მეფიქრა”, – აღნიშნა მესიმ Goal.com-თან საუბრისას.
მესის "ბარსელონაში" დარჩენის ფონზე, საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა მესი-აგუეროს ტანდემს "კამპ ნოუზე": ზაფხულში, არგენტინელი თავდამსხმელი "სიტის" ოფიციალურად დატოვებს და თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლუის სუარესის წასვლის შემდეგ, "ბლაუგრანაში" ფორვარდის არყოფნა მკაფიოდ ჩანს, არსებობს იმისი ვარაუდი, რომ აგუერო "ბარსელონას" შეუერთდება. გასულ კვირას, ესპანურმა El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგუეროს აგენტი ესპანეთში იმყოფებოდა. ესპანური მედიის მტკიცებით, აგუეროს აგენტის ერთ-ერთი მთავარი მისია არგენტინელის "ლა ლიგაში" დაბრუნებაა.

სხვა სტატიები