ბრაზილიის ნაკრებს ტრავმის გამო მუნდიალზე 2 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ტრავმიანობა გრძელდება. კამერუნთან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, დაზიანება გუნდის კიდევ ორმა ფეხბურთელმა - გაბრიელ ჟესუსმა და ალექს ტელეშმა, მიიღო.
ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვს და მათი თამაში მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში გამოირიცხა.
ჟესუსს გამოჯანმრთელებისთვის, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, ტელეშის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა და მას, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.
ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის მერვედფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეას შეხვდება. მატჩი ორშაბათს, 5 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.