Belive

ბრაზილიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფერნანდო დინიზის გათავისუფლების შემდეგ დადასტურდა, რონ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი იქნება. დორივალ ჟუნიორი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, საკლუბო მწვრთნელის სტატუსსაც შეინარჩუნებს. "სან პაულოს" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მისთვის ახდენილი პირადი ოცნებაა.

61 წლის დორივალი სან პაულომდე "ფლამენგოს" წვრთნიდა, სწორედ იქ მოიგო 2 მთავარი ტიტული: ბრაზილიის თასი და კოპა ლიბერტადორესი. მისი დანიშვნის შესახებ საუბრები დინიზის მოხსნის დღიდან იყო, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა.

დინიზის ბრაზილიამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ზედიზედ 3 მარცხი განიცადა ურუგვაისთან, კოლუმბიასა და არგენტინასთან, ამიტომ ახალ მწვრთნელს ნაკრებში მისვლა რთულ დროს მოუწევს.

სხვა სტატიები