Belive

ბრაზილიელებს სურთ, მესიმ საკუთარი კვალი მარაკანას დიდების დარბაზში დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ,,მარაკანაზე'' მიიწვიეს. ,,ალბისელესტეს'' კაპიტანს საკულტო სტადიონის დიდების დარბაზში საკუთარი ნაბიჯის კვალის დატოვება შესთავაზეს, როგორც ეს აქამდე სხვა დიდმა სპორტსმენებმა გააკეთეს.

,,მესიმ უკვე აჩვენა თავისი მნიშვნელობა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც წლებია უმაღლეს დონეზეა. და არაფერი შეიძლება იყოს იმაზე მართებული, რომ მას პატივი ,,მარაკანაზეც'' მიაგონ. მესი ხომ გენიოსია,'' - განაცხადა რიო დე ჟანეიროს შტატის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა.

ლეომ ტურნირი 7 გოლითა და 3 პასით დაასრულა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები