ბრაზილიას კოპა ამერიკაზე თამაში არ სურს - კაზემირომ ინფორმაცია დაადასტურა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის რას ვფიქრობთ, ჩვენ კოპა ამერიკაზე საუბარი არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ვისაუბროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია. როგორც კაპიტანსა და ლიდერს, საკუთარი პოზიცია მაქვს, მაგრამ ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის. ტურნირის წინააღმდეგნი არამხოლოდ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები არიან, არამედ მთელი ნაკრები - ყველანი, მათ შორის ტიტე და სამწვრთნელო შტაბი. ჩვენ ერთნი ვართ,'' - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, კაზემირომ.ბრაზილიელთა უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაა. კოპა ამერიკასთვის წელს არგენტინასა და კოლუმბიას უნდა ემასპინძლათ, რომლებმაც ტურნირის ჩატარება პანდემიისა და პოლიტიკური არეულობის გამო ვერ შეძლეს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ჩემპიონატი კვლავ ბრაზილიაში გაიმართება.