Belive

ბორმუთი იჯარის წესით კეპა არისაბალაგას დაიმატებს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კეპა არისაბალაგა "ბორმუთში" იჯარის წესით ითამაშებს. ესპანელი კარის დარაჯი "ალუბლებში" ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კეპამ "ჩელსისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

29 წლის მეკარე ბორმუთში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბორმუთს" მამარდაშვილის იჯარის წესით დამატება სურდა. იჯარის ამოწურვის შემდეგ, ქართველი მეკარე "ლივერპულში" გადავიდოდა. თუმცა, გიორგიმ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა, "ვალენსიაში" დარჩა და "ლივერპულში" მომავალ სეზონში გადავა.

სხვა სტატიები