ბორდო საფრანგეთის მე-3 დივიზიონში დაქვეითდა
ფრანგული გუნდი "ბორდო" ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ლიგა 1-ის ყოფილი გიგანტი საფრანგეთის მე-3 დივიზიონში დაქვეითდა. ქვედა ლიგაში დაქვეითების მიზეზი ფინანსური კრიზისია, რომელიც "ბორდოს" ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში ემუქრებოდა, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია.
ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა ლივერპულის მფლობელებთან (Fenway Sports Group) მართავდა მოლაპარაკებებს, მაგრამ შეთახმება ჩაიშალა, რადგან ამერიკულმა ბიზნეს ფირმამ მოულოდნელად მოლაპარაკებები დატოვა.
"ბორდოს" კვლავ მოუწევს ბიუჯეტის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება საფრანგეთის მე-4 ან მე-5 დივიზიონში დაქვეითებაც კი დაემუქროთ.
"ბორდომ" სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ:
მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიები ბოლო დღეების განმავლობაში Fenway Sports Group-თან განახლდა, 22 ივლისს შეგვატყობინეს, რომ მოლაპარაკებები შეწყდა. იყო რამდენიმე გარანტია სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არსებობს და "ბორდომ" მართვის კონტროლის ეროვნული დირექტორატის (DNCG) 2024 წლის 9 ივლისით დათარიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი გაიტანა.
შედეგად, "ბორდო" ადმინისტრაციული დაქვეითების სანქციას იღებს და 2024/25 წლების სეზონში კვლავ დაიბარებს DNCG-ს, ბიუჯეტის წარსადგენად.
პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, "ბორდოს" საშუალებას მისცემს დაბრუნდეს უფრო ძლიერი უმაღლეს დონეზე. კლუბი და მისი აქციონერი ყველა მხარდამჭერს და დაინტერესებულ მხარეს არწმუნებს, რომ კლუბის ინტერესებს ყოველთვის დაიცავენ. - წერს "ბორდო" თავის სოციალურ გვერდზე
COMMUNIQUE DU CLUB
— FC Girondins de Bordeaux (@girondins) July 23, 2024
« Alors que des discussions avaient repris ces derniers jours, les représentants de FSG ont indiqué hier lundi 22 juillet au FC Girondins de Bordeaux et à son actionnaire leur volonté de ne pas y donner suite malgré les assurances apportées par différentes… pic.twitter.com/lmSmEQ8eCa