ბორდო ზურიკო დავითაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი იუბილარია. ქართველი ფეხბურთელი დღეს 22 წლის გახდა. ზურიკოს დაბადების დღე "ბორდომ" სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.
ამ სეზონში დავითაშვილმა ფრანგული კლუბის მაისური 15-ჯერ მოირგო და 2 გოლთან ერთად 2 ასისტიც ჩაიწერა აქტივში. "ბორდო" საფრანგეთის მეორე დივიზიონში ლიგა 2-ში ასპარეზობს და 39 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ უმაღლეს დივიზიონში ლიგა 2-დან მხოლოდ ორი გუნდი დაწინაურდება.