,,ბორდალასს სირცხვილი რომ აწუხებდეს, დღესვე წავიდოდა'' - რას წერენ ხეტაფეს ქომაგები იბერიასთან მარცხზე
კონფერენს ლიგის მე-4 ტურში იბერიამ ხეტაფეს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის შედეგის შესახებ ხეტაფეს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
აი, რას წერენ ესპანელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში:
რა სირცხვილია, ღმერთო ჩემო, ზოგიერთი ფეხბურთელი მე-5 ლიგის დონეზეც კი არაა;
ბორდალას (ხეტაფეს მწვრთნელი) მადრიდის აეროპორტში რომ ჩამოხვალ, იქვე დარჩი და ალიკანტესკენ მიმავალ პირველვე რეისზე ადი;
ბორდალასის გუნდი, თავად ბორდალასის ჩათვლით, დასრულებულია;
წელს მართლა სასაცილო გუნდი ხართ და გავარდნას იმსახურებთ! 100%-ით გავარდებით!;
ბორდალასს სირცხვილი რომ აწუხებდეს, დღესვე წავიდოდა;
მაშინ ლა ლიგაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მეტი თავის მართლება აღარ არსებობს;
ამ ფეხბურთელებს თავმოყვარეობა საერთოდ არ აქვთ?;
წაგება იბერიასთან? ხუმრობთ?;
მეგონა, უკვე ფსკერზე ვიყავით, მაგრამ სარდაფი გამომრჩენია. გთხოვთ, ყველა ფრონტზე ნუღარ შევირცხვენთ თავს;
ზედიზედ 2 პასს ვერ აბამთ, თამაშის გაგებაში არ ვართ;
კარგია, რომ კონფერენს ლიგაში 6 მატჩია და არა 8, ასე მაინც გადავურჩებით მეტ სირცხვილს.
იბერია კონფერენს ლიგის მომავალ შეხვედრას 10 დეკემბერს, ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს. ქართული გუნდი 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის 24-ე პოზიციაზეა.