ბონუჩი: "იუვენტუსი საშინლად მომექცა - ეს სირცხვილი და მარაზმია..."
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "უინიონ ბერლინის" მცველმა - ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზებზე მწვავედ ისაუბრა.
36 წლის ცენტრალურმა მცველმა "იუვენტუსის" მესვეურები ძალიან მწვავედ გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი კლუბის დამოკიდებულება იყო, რომელიც მათ ბონუჩის მიმართ გამოხატეს.
"იუვენტუსის მესვეურებმა 13 ივნისს მითხრეს, რომ მე ამ კლუბის სათამაშო ტაქტიკაში აღარ ვჯდებოდი და კლუბს ვრევდი. ეს ყველაფერი მითხრეს მე და მაშინ, როდესაც 13 წლის განმავლობაში ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთე და ჩავდე. ამ კლუბით ვცხოვრობდი და ასეთი რამის თქმით თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რის გამოც დაუყონებლივ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბი დამეტოვებინა.
მე თუ აქამდე ამ კლუბზე ვგიჟდებოდი, ამ ერთმა სიტყვამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შემოატრიალა.
500 მატჩზე მეტი ჩავატარე "ბებერი ქალბატონების" მაისურით და ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, ეს უბრალოდ დიდი დამცირება იყო, რომელსაც პირადად მე ვერავის ვაპატიებ..." - ლეონარდო ბონუჩი
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსის" ღირსებას 2010-2023 წლებში იცავდა, მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში იგი "მილანში" იყო განათხოვრებული და თამამად რომ ვთქვათ, ბონუჩი "ბებერი ქალბატონების" ლეგენდაა. ბონუჩიმ ტურინული კლუბის მაისურით 502 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 37-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 10-ჯერ გამოიჩინა.
ასევე შეგახსენებთ, რომ იტალიური გრანდის დატოვების შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი გერმანულ კლუბ "უნიონ ბერლინში" ჩაირიცხა და 2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.