Belive

ბოლოს როდის გაიტანა ისკომ ლა ლიგაში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "სელტას" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ზინედინ ზიდანის დაბრუნება "სამეფო კლუბში" წარმატებული გამოდგა. მადრიდელთა ნახევარმცველმა ისკომ დღეს ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და გოლის გატანაც მოახერხა. ესპანელ ფეხბურთელს სოლარის მწვრთნელობის დროს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა და მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1 ბურთი ჰქონდა გატანილი. ალარკონმა ეს ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მე-4 ტურში, "ატლეტიკთან" შეაგდო.

სხვა სტატიები