Belive

ბოლო 87 წელში პირველად: ბარსელონა რეალს გაუთანაბრდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა და ორთამაშიან დუელში გაიმარჯვა – 4:1. ესპანეთის თასის ფინალში გასვლასთან ერთად, ეს წარმატება "ბლაუგრანასთვის" ძალიან სასიხარულო და თანაც, ისტორიული გამოდგა. უკანასკნელი 87 წლის მანძილზე, "ბარსელონა" "რეალს" "ელ კლასიკოში" მოგებულ მატჩებში პირველად გაუთანაბრდა. კატალონიელებს დღემდე 94 მოგება ჰქონდათ, თუმცა უკვე 95 გამარჯვებით მოსისხლე მტრებს აღარ ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები