Belive

5 გუნდი, რომლისთვისაც მესის გოლი ევროთასებზე არ გაუტანია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ლივერპულის" წინააღმდეგ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - არგენტინელმა დუბლის შესრულება შეძლო და რაც მთავარია, მატჩის მიწურულს მან საოცარი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 3-მდე გაზარდა, რის შედეგადაც იურგენ კლოპის გუნდის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი არგენტინელისთვის მე-600 გამოდგა. საინტერესო ფაქტია, რომ ევროტურნირებზე მესის 39 გუნდის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები, თუმცა არგენტინელს მხოლოდ 5 გუნდისთვის არ აქვს გოლი გატანილი, ესენია: "ატლეტიკო," "ბენფიკა," "ინტერი," "რუბინი" და "უდინეზე." ყველაზე დიდხანს მესის წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა "ინტერის" ყოფილმა მეკარემ, ბრაზილიელმა ჟულიო სეზარმა შეძლო (270 წუთი).  

სხვა სტატიები