Belive

ბლანი: ,,როგორც კი პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან ვარდება, მათთვის სეზონი სრულდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლიონის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, ,,პსჟ-სთან'' მოგების შემდეგ, პარიზული გუნდის პრობლემებზე ისაუბრა:

,,მე ამ კლუბს ვიცნობ. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც მთავარ მიზანს ვერ აღწევენ, მათთვის სეზონი სრულდება. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გრძელდება, ყველაფერი კარგადაა. როგორც კი გუნდი ამ ტურნირიდან ვარდება, ყველაფერი სრულდება და საუბარი მომავალ სეზონზე იწყება.

სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, წინ კიდევ 9 მატჩია. ეს ფაქტი ყველამ უნდა გააანალიზოს, ფეხბურთელების მოტივირებაა საჭირო, რაც მარტივი არ არის. კრისტოფ გალტიეს შეუძლია, ამას გაუმკლავდეს. ,,პსჟ-ში'' ახლა რთული ვითარებაა, მაგრამ ეს გუნდი დაბრუნდება,'' - ბლანის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლიონს'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. პარიზელებმა ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს.

29 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 66 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლანსს'' 6 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები