Belive

ბლატერი გულშემატკივრებს მოუწოდებს, აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჩავიდნენ

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრონ.

ბლატერი შვეიცარიელი იურისტის, მარკ პიტის შეხედულებას იზიარებს. პიტმა, რომელიც ბლატერის პრეზიდენტობისას ფიფაში რეფორმებზე მუშაობდა, თქვა, რომ გულშემატკივრები აშშ-ში არ უნდა ჩავიდნენ.

,,გულშემატკივრებისთვის მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს: მოერიდეთ აშშ-ს! ვფიქრობ, მარკ პიტი მართალია, როცა ამ მსოფლიო ჩემპიონატს ეჭვქვეშ აყენებს.'' - ზეპ ბლატერი

ხუთშაბათს, შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ში არსებული შიდა დაძაბულობის გამო შეშფოთება გამოთქვეს. მარკ პიტმა ამის შესახებ Tages-Anzeiger-თან (შვეიცარიული გაზეთი) ინტერვიუში ისაუბრა:

ის, რასაც აშშ-ში ვხედავთ (საიმიგრაციო სამსახურების მხრიდან ძალადობა), გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების სურვილს ნამდვილად არ უღვივებს. ქომაგებისთვის მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს - მოერიდეთ შეერთებულ შტატებს! იქ ჩასულმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო უწყებებზე დაუმორჩილებლობის ან რაიმე დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დეპორტაციას დაექვემდებარება. ესეც საუკეთესო შემთხვევაში.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები