"ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს" - შოთა არველაძე
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. სათამაშო სისტემა შევცვალეთ და 4 მცველიან ფორმაციაზე გადავეწყვეთ, რაც მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, ყველაფერს კარგად გავართვით თავი. კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ცუდადაც გამოვიყურებოდით. მთელი მატჩის განმავლობაში არ ვდომინირებდით, მაგრამ მათი შეჩერება მაინც შევძელით. შესაძლოა "თამაშის მოსაკლავად" უკან ნაადრევად დავიხიეთ, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს იმ ხარისხის გამოყენების შესაძლებლობა მივეცით, რომლითაც "ნორვიჩი" გამოირჩევა - განსაკუთრებით მოედნის მესამე ნაწილში. გულწრფელები უნდა ვიყოთ, მათ უმაღლესი დონის თავდამსხმელები და ვინგერები ჰყავთ. "ნორვიჩი" უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეა, რომელსაც რთული პირობები შევუქმენით. ჩვენ გვჭირდება ეს სტადიონი, ეს აუდიენცია, ეს გულშემატკივრები, ეს ენერგია - ვერ შევძლებდით ამ მატჩის მოგებას ტრიბუნებიდან ასეთი ენერგია და მუხტი, რომ არ წამოსულიყო. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან ამ სიცხეში სირბილი საკმაოდ რთულია, მაგრამ გულშემატკივრებმა ენერგიით აგვავსეს".
მატჩის დასრულების შემდეგ, არველაძემ კომენტარი ოსკარ ესტუპინანის ბრწყინვალე პერფორმანსზეც გააკეთა, რომელიც "ჰალ სიტის" გმირად შერაცხეს. კოლუმბიელმა შემტევმა "ნორვიჩთან" დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.
"ყველა ბედნიერი ვართ - ყველას გვსურს მისი გოლების ხილვა. ის ძალიან კარგია იმ დროს, როდესაც ცენტრალურ მცველებს აპრესინგებს, რაც მის ხასიათს განსაზღვრავს. ესტუპინანმა თავდაუზოგავად იშრომა, ბრწყინვალე საქმე შეასრულა და მოწინააღმდეგეს 2 გოლი გაუტანა".