Belive

Bild: კოუტინიო ბარსელონაში დაბრუნდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სეზონის დასრულების შემდეგ, ფილიპე კოუტინიო სავარაუდოდ "ბარსელონაში" დაბრუნდება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს და წერს, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილი არ აქვს. ბავარიული კლუბისთვის პრიორიტეტი კაი ჰავერტსისა და ლეროი სანეს შეძენაა, კოუტინიოს კი სავარაუდოდ კატალონიურ გრანდს დაუბრუნებენ. 27 წლის ბრაზილიელის დაბრუნება "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის გეგმებშიც შედის. მიმდინარე სეზონში, კოუტინიომ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 23-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები