ბიელსას სათამაშო სტილი
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიდსის მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია - არგენტინელმა თავისი სათამაშო ფილოსოფია აქტუალური გახადა და მის გამორჩეულობას პეპ გვარდიოლას სიტყვებიც ადასტურებს: ესპანელმა ბიელსა თავის საყვარელ მწვრთნელად დაასახელა. ბიელსა საკუთარ გუნდს მთავარ ორიენტირად ბურთის სწრაფად მოპოვებას/დაბრუნებას უყენებს, რაც მოედანზე თვალსაჩინოდ ჩანს.
გთავაზობთ ორ მაგალითს
შეხვედრის 93-ე წუთზე, მაშინ როდესაც "ლიდსი" მეტოქეს, ანგარიშით 2:0-ს ამარცხებს, "კრისტალ პალასის" ფეხბურთელს, რომელიც კონტრ-შეტევის წამოწყებას ცდილობს, "ლიდსის" 4 ფეხბურთელი ეხვევა თავს, რისი შედეგიც აღნიშნული კონტრ-შეტევის წარუმატებლობაა - ბიელსას ტაქტიკური ჩანაფიქრიც სწორედ ამას გულისხმობს.Any football fan would be proud of this Leeds team. Just look at that... 🏃♂️🏃♂️🏃♂️🏃♂️ 👏🏼👏🏼👏🏼 pic.twitter.com/CwzLgJZ1ix — Scott Davies (@scottdavies1988) February 8, 2021
მეორე მაგალითშიც კარგად ჩანს ბიელსას ფილოსოფია, სადაც ბურთზე ბრძოლა თითოეულ ფეხბურთელს მოეთხოვება. ვიდეოში ჩანს, რომ მეტოქის მოედანზე ეულად გადასულ "უიგანის" ფორვარდს ჯამში 7 "ლიდსის" ფეხბურთელი მისდევს.
აღსანიშნავია, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, "ლიდსი" პრემიერ ლიგას სწორედ ბიელსას თავკაცობით დაუბრუნდა და 22 ტურის შემდეგ, გუნდი ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.