ბიელსა ბრუნდება - სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მარსელისა" და "ლიდსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი - ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.