betlive მასტერ ლიგის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
betlive მასტერ ლიგის ნაკრებმა, International Socca Federation-ის ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე - Socca EuroCup-ზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო.
პირველ ტურში betlive მასტერ ლიგის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები გიორგი ნაფიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ნიკა ძალამიძე გახდნენ. მომდევნო მატჩს, betlive მასტერ ლიგის ნაკრები 9 მაისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, პრესტიჟული ტურნირი 8-12 მაისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება. betlive მასტერ ლიგის ნაკრები A-ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და მასპინძელი მოლდოვის წინააღმდეგ ითამაშებს.
Socca EuroCup 2024, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მინი ფეხბურთის მატჩები 6x6-ზე გაიმართება და რაც ყველა მნიშვნელოვანია - Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, ევროპას 20 გუნდიანი კვოტა აქვს გამოყოფილი. ევროპის რეიტინგის პირველი 15 გუნდი Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ იასპარეზებს, დარჩენილი 5 საგზურის მფლობელი კი Socca EuroCup-ზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით დადგინდება. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 6 თვის შემდეგ, ომანში გაიმართება.