betlive მასტერ ლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში დაუმარცხებლად გავიდა
betlive მასტერ ლიგის ნაკრები, International Socca Federation-ის ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე - Socca EuroCup-ზე დამაჯერებლად ასპარეზობს.
პირველ ტურში betlive მასტერ ლიგის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები გიორგი ნაფიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ნიკა ძალამიძე გახდნენ. მეორე მატჩში, betlive მასტერ ლიგის ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა (1:1). ქვეჯგუფის დასკნით მატჩში, მასპინძელ მოლდოვასთან სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირება გაიმართა. betlive მასტერ ლიგის ნაკრები 2-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვებდა, თუმცა, მატჩის მიწურულს 2 გოლი გაუშვა და საბოლოოდ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა. 1 მოგებითა და ფრედ დასრულებული 2 მატჩით, ჩვენმა ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური დაუმარცხებლად მოიპოვა.
შეგახსენებთ, პრესტიჟული ტურნირი 8-12 მაისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება. betlive მასტერ ლიგის ნაკრებმა A-ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და მასპინძელი მოლდოვის წინააღმდეგ ითამაშა და პლეი-ოფში გავიდა.
Socca EuroCup 2024, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მინი ფეხბურთის მატჩები 6x6-ზე გაიმართება და რაც ყველა მნიშვნელოვანია - Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, ევროპას 20 გუნდიანი კვოტა აქვს გამოყოფილი. ევროპის რეიტინგის პირველი 15 გუნდი Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ იასპარეზებს, დარჩენილი 5 საგზურის მფლობელი კი Socca EuroCup-ზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით დადგინდება. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 6 თვის შემდეგ, ომანში გაიმართება.