Belive

ბერნარდუ სილვა: "სათამაშოდ მხოლოდ ერთი გუნდი იყო გამოსული"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების შეხვედრა შედგა. "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ სტადიონზე "არსენალს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს მსაჯმა მოედნიდან ტროსარი გააძევა, დარჩენი დროის განმავლობაში სტუმრები კაცნაკლული იყვნენ, რამაც თამაშს თავისებური დაღი დაასვა. არსენალი 1:2-ს იგებდა, მთელი მეორე ტაიმი კი ფაქტობრივად საკუთარი საჯარიმოდან არ გამოსულან და სიტის შეტევებს იგერიებდნენ.

მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რომელიც ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. მეორე მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული. შედეგით უკმაყოფილო ვართ, რადგან ჩვენ ყოველ ჯერზე მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ფრეც არაა ცუდი.

"ლივერპულსა" და არსენალს შორის ის განსხვავებაა, რომ უკანასკნელ წლებში პრემიერლიგა ლივერპულმა მოიგო, არსენალმა - ვერა, იმავეს ვიტყვი ჩემპიონთა ლიგაზეც. ლივერპული ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის ტოლსწორად გამოდის და მოგებისთვის იბრძვის, არსენალისგან ამას ვერ ვხედავთ. - განაცხადა ბერნარდუ სილვამ

არსენალთან ანგარიში 98-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა გაათანაბრა და სიტის ქულა გადაურჩინა. ქალაქელები ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან 13 ქულით, არსენალი კი 11 ქულით მეოთხეზეა.

სხვა სტატიები