ბერნაბეუს ობსტრუქცია საკუთარ ფეხბურთელებს - ვინისიუსმა წნეხს ვერ გაუძლო
ლა ლიგის მეოცე ტურში, რეალ მადრიდისა და ლევანტეს დაპირისპირების წინ, 'სამეფო კლუბის' ფანებმა, საკუთარი ფეხბურთელები, დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქციეს. სანტიაგო ბერნაბეუზე, შემადგენლობის გამოცხადების დროს, ფანებმა თითქმის ყველა ფეხბურთელის გვარის დასახელებას სტვენა მოაყოლეს.
რეალმა მწვრთნელი ბარსელონასთან, ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წაგების შემდეგ შეცვალა. ალონსო გაუშვეს და არბელოა დაინიშნა. ახალი მწვრთნელის დებიუტი კატასტროფული გამოვიდა - რეალი სამეფო თასიდან ალბასეტემ (ლა ლიგა 2-ის გუნდი) გააგდო.
ლევანტესთან თამაშის მიმდინარეობისას რეალის გულშემატკივრების ობსტრუქცია და სტვენა (საკუთარი გუნდის წინააღმდეგ) გრძელდება. გავრცელდა კადრები, თუ როგორ ემოციურად იღებს ამ ყველაფერს ვინისიუს ჟუნიორი - როგორც სოციალურ ქსელში წერენ, სწორედ მისი გვარის გამოცხადებას მოჰყვა განსაკუთრებული სტვენა.