Belive

ბერნაბეუს ბრძოლა | მარადონას დახეული მაისური აუქციონზე გაიყიდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბილბაოსა და ბარსელონას შორის კოპა დელ რეის 1984 წლის ფინალი, რომელიც ,,ბერნაბეუს ბრძოლის'' სახელითაა ცნობილი, ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე დიეგო მარადონა იყო. ამ დაპირისპირებაში არგენტინელის ფორმა დაიხა, რამდენიმე დღის წინ კი სწორედ ეს მაისური აუქციონზე დაახლოებით 152 ათას ევროდ (დიეგოს საკლუბო დონეზე ნაცვამ მაისურებს შორის რეკორდულ თანხად) გაიყიდა.

,,ამ დახეული, ისტორიული მაისურის ბედი უცნაურად განვითარდა. როგორც კი გენიოსმა გაიხადა, ის გასარეცხად ქალს გადასცეს. თუმცა, ჩხუბის შემდეგ ისეთი დაზიანებული იყო, რომ მისი ჩაცმა შეუძლებელი გახდა. ქალმა მაისური აჩუქა მეგობარს, რომელსაც ბარი ჰქონდა. საბოლოოდ ის მემკვიდრეობით ერგო ბარის მეპატრონის შვილს, რომელმაც ისტორიული ფორმა აუქციონის დახმარებით გაყიდა.'' - წერს Mundo Deportivo ცნობილ მაისურზე

კოპა დელ რეის ფინალი ბილბაოს გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მარადონამ ბარსელონაში 2 სეზონი გაატარა და კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 58 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები