ტოტი: "სერია A-ს კლუბები დამიკავშირდნენ, მე კვლავ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში"
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ფრანჩესკო ტოტიმ, ერთ-ერთ იტალიურ მედიასაშუალებასთან ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მას ფეხბურთის თამაში ახლაც ძალიან სურს და მზად არის, რომ 48 წლის ასაკშიც დაბრუნდეს სერია A-ში.
"ბოლოს ასეთი განცხადება რომ გავაკეთე ბევრი დამცინეს, მაგრამ რამდენიმე სერია A-ს გუნდი დამიკავშირდა და სერიოზულად მიიღეს ჩემი ეს წინადადება. მე არ ვხუმრობ, ალბათ ფეხბურთში ახლა ვერ დავბრუნდები, მაგრამ 48 წლის ასაკშიც მზად ვარ, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო.
წონაში არ მომიმატებია და მუდამ ვვარჯიშობ, ჩემი ცხოვრება ზუსტად ისე გრძელდება, როგორც ფეხბურთის თამაშის დროს მიდიოდა - მუდმივი ვარჯიში, სწორი კვება, ფეხბურთის თამაში და ასე შემდეგ.
სერიოზულად რომ ვთქვა, მე მართლა შემიძლია დღევანდელ სერია A-ში თამაში და ამ ჩემპიონატში ჩემს სათქმელს ვიტყოდი.
ალბათ გუნდი, რომელშიც არც ახლა არ ვითამაშებდი ლაციოა, ჩვენი მტერი, ორად გაყოფილი რომის მეორე მხარე, ადგილი, სადაც არასდროს და არაფრის ხარჯზე არ ვითამაშებდი და ვითამაშებ.
20-30 წუთი თავისუფლად შევძლებდი ახლა თამაშს, კვლავ ველოდები ახალ წინადადებებს (იცინის)..." - ფრანჩესკო ტოტი
ფრანჩესკო ტოტი თანამედროვე ფეხბურთი ნამდვილი ერთგულებისა და სიმამაცის სიმბოლოა. მან მთელი საკუთარი კარიერა დედაქალაქურ გრანდს "რომას" შესწირა.
ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" მაისურით 785 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 307 გოლის გატანა და 207 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ფრანჩესკო ტოტი მსოფლიო ჩემპიონია, მან მსოფლიო პირველობა იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მოიგო.