"შეგვიძლია, რომ უკეთესად ვითამაშოთ" - გიორგი მიქაუტაძე
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა, სადაც 1:3 გამარჯვების მოპოვება შეძლო.
მატჩის შემდეგ ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
კარგი ემოციებით ავივსე და ძალიან გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანე და მატჩის მოგებაც მოვახერხეთ. შეგვიძლია, რომ უკეთესად ვითამაშოთ, 1 კვირა დაგვრჩა თურქეთის თამაშამდე და ამისთვის ვემზადებით. 2-3 დღე დავისვენე, შემდეგ ჩამოვედი ნაკრების დასახმარებლად, რადგან უკეთ ვითამაშოთ. - გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
შეგახსენებთ, მატჩში პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა მე-10 წუთზე გაიტანა, საგოლე გადაცემა გიორგი გველესიანმა გააკეთა. გიორგი მიქაუტაძემ მეორე გოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრების სხვაობა ორამდე გაზარდა, მან გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. 66-ე წუთზე მონტენეგროელთა რიგებიდან სხვაობა სტევან იოვეტიჩმა შეამცირა. მესამე გოლის ეპიზოდში 84-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მომენტი ბუდუმ გოლად გარდაქმნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.