Belive

ბექჰემი: “ ვიცინეთ, ვიტირეთ - ორივემ ვიცოდით, რომ ეს დამშვიდობება იყო”

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი შვედი სპეციალისტი, სვენ გორან ერიქსონი 26 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ერიქსონის გარდაცვალებას მთელი საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა, მათ შორის რა თქმა უნდა იყო დევიდ ბექჰემიც, რომელიც სვენის ხელმძღვანელობით 2001-2006 წლებში თამაშობდა ინგლისის ნაკრებში.

ბექჰემმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სვენ გორან ერიქსონთან მისი ბოლო შეხვედრაა აღბეჭდილი, და პოსტს ემოციური ტექსტიც დაურთო:

“ ჩვენ ვიცინეთ, ჩვენ ვიტირეთ და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს დამშვიდობება იყო. სვენ მადლობა იმისთვის, რომ იყავი ის, რაც იყავი - მგრძნობიარე, მზრუნველი, მშვიდი, ნამდვილი ჯენტლმენი. მე მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ შენ ინგლისის ნაკრების კაპიტნად მაქციე, და ამ დღის მოგონებებიც მუდამ ჩემთან იქნება, რომელიც შენთან და შენს ოჯახთან გავატარე. მადლობა სვენ, და როგორც ბოლოს მითხარი: ყველაფერი კარგად იქნება”

ინგლისის ნაკრების გარდა სვენ გორან ერიქსონს მდიდარი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ კლუბში უმუშავია, მათ შორის ლაციოში, რომაში, ბენფიკაში, მანჩესტერ სიტისა და სამპდორიაში.

სხვა სტატიები