Belive

ბენჟამინ მენდიმ მანჩესტერ სიტის სასამართლო დავა მოუგო

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბენჟამინ მენდიმ "მანჩესტერ სიტისთან" იურიდიული ბრძოლა მოიგო.

2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ქალაქელების ყოფილმა მცველმა, კლუბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის იმ ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც სიტიმ 'დაუქვითა' სხვა სასამართლო პროცესის გამო - ბენჟამინ მენდის ბრალად გაუპატიურება ედებოდა. ფეხბურთელი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს, ამიტომ მან 16 თვისა და 23 დღის გადაუხდელი ხელფასი მოითხოვა.

მენდი მანჩესტერ სიტისგან 11 მილიონ ფუნტს ითხოვს და ამ თანხის უმეტეს ნაწილს მიიღებს. მოთამაშის მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდა, რადგან ის დაახლოებით 5 თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.

გადახდის რაოდენობაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ, თუ ეს ვერ მოხერხდება, მომავალ მოსმენებზე, სასამართლო თავად დააკისრებს მანჩესტერ სიტის გადასახდელი თანხის ზუსტ ოდენობას.

სხვა სტატიები