ბენზემას მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს, ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ვარჯიშზე უარი თქვა
ქარიმ ბენზემა ,,ალ იტიჰადის'' მთავარ მწვრთნელს, მარსელო გალიარდოს დაუპირისპირდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ორშაბათს ფეხბურთელმა ვარჯიშის პირველი ნაწილი ჩაატარა, შემდეგ კი მწვრთნელმა ინდივიდუალურად ვარჯიში სთხოვა, რაზეც ბენზემამ უარი თქვა და ბაზა მალევე დატოვა.
დღეს თავდამსხმელი ,,ალ-ტაისთან'' მატჩში, გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.
ქარიმმა, რომელსაც ,,ალ იტიჰადის'' მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი, კლუბის მაისურით ბოლოს 26 დეკემბერს ითამაშა. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,ოქროს ბურთის მფლობელმა'' რამდენიმე დღის წინ, გუნდიდან გაშვება მოითხოვა.
🚨 Karim Benzema walked out of Monday's training session at Al-Ittihad early, after refusing to comply with Marcelo Gallardo's orders, who asked him to go and train alone. 🥶🇸🇦
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) February 7, 2024
The Frenchman won't be called up to face Al-Taï today.
(Source: @marca) pic.twitter.com/ZhuDuvlTlE