ბენზემამ ალ იტიჰადთან შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი - ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ "ალ იტიჰადთან" შეთანხმებას მიაღწია და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ბენზემასა და "ალ იტიჰადს" შორის გაფორმებული კონტრაქტი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ბენზემას კონტრაქტში, 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიცაა ჩადებული.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენზემა ყოველწლიურად დაახლოებით $220 მილიონს მიიღებს. "ალ იტიჰადში" 3 წლით დარჩენის შემთხვევაში, ბენზემა მხოლოდ ხელფასის სახით $660 მილიონს მიიღებს.
🚨🇸🇦 Karim Benzema has signed main part of docs to become new Al Ittihad player joining the Saudi league — here we go!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 5, 2023
Understand contract will be valid until 2025 but will also include option for further season.
Karim will say goodbye to Madrid fans then travel to Saudi. pic.twitter.com/OCzwszv2OL
ბენზემას გუნდიდან წასვლის შესახებ, "რეალმა" განცხადება გაავრცელა:
"ბენზემა "რეალში" 2009 წელს, 21 წლის ასაკაში გადმოვიდა. ის ჩვენი ისტორიის ამ ოქროს ხანაში გუნდის მთავარი ფეხბურთელი იყო. 14 სეზონის განმავლობაში მან 25 ტიტული მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია: 5 ჩემპიონთა ლიგა, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 4 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი და 4 სუპერთასი.
ქარიმი "რეალის" ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (647) მეხუთე, გატანილი გოლების რაოდენობით (353) კი მეორე ფეხბურთელია. მისი კარიერა ჩვენს გუნდში პროფესიონალიზმის მაგალითია. მადრიდისტები მთელი მსოფლიოდან მისი ჯადოსნური და უნიკალური თამაშის ყურებით ტკბებოდნენ.
"რეალი" ყოველთვის იყო და იქნება მისი სახლი. მას და მის ოჯახს ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ,” - წერია განცხადებაში.