Belive

ბენზემა: ,,ცხოვრებაში არასდროს დავნებებულვარ, მაგრამ ახლა გუნდზე უნდა ვიფიქრო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამხსმელმა, ქარიმ ბენზემამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

,,ცხოვრებაში არასდროს დავნებებულვარ, მაგრამ დღეს გუნდზე უნდა ვიფიქრო, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. ჩემი გონება კი მეუბნება, რომ ადგილი უნდა დავუთმო სვას, რომელიც ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარებაში დაეხმარება.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის,'' - დაწერა ბენზემამ ინსტაგრამის პირად გვერდზე.

ბენზემას მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს. თავდაპირველად, ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ქარიმი ტრავმის გამო მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებდა, თუმცა დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

დეშამის გუნდმა ტრავმის გამო ერთი შემტევი უკვე დაკარგა – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ვერც კრისტოფერ ნკუნკუ დაეხმარება.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს

View this post on Instagram

A post shared by Karim Benzema (@karimbenzema)

სხვა სტატიები