ბენფიკამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა, შემცვლელად კი ჟოზე მოურინიო მოიაზრება
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბენფიკა ყარაბაღთან 2:0-ს იგებდა, მაგრამ აზერბაიჯანულმა გუნდმა მოახერხა და სხვაობა აღმოფხვრა, საბოლოოდ მათ 2:3 გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ პორტუგალიურმა გუნდმა ბრუნო ლაჟი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით ბენფიკას ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, A Bola იტყობინება, რომ გუნდსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის კონტაქტი უკვე შედგა და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში კლუბს სწორედ ჟოზე ჩაიბარებს.
62 წლის მოურინიო ბოლოს ფენერბაჰჩეს წვრთნიდა, მაგრამ თურქულმა გუნდმა ის ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვა და ჯერჯერობით უგუნდოდაა.
.@SLBenfica, si pensa a José Mourinho per il post Bruno Lage: contatti confermati come anticipato da @abolapt https://t.co/g8o62EOgna
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) September 17, 2025
პორტუგალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში 3 პორტუგალიური კლუბი გაუწვრთნია, მათ შორის იყო 2000 წელს ბენფიკაც, რომელიც მისთვის პირველი გახლდათ როგორც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. სხვა პორტუგალიურ კლუბებს რაც შეეხება, ის წვრთნიდა ლეირიას და პორტუს. ამ უკანასკნელთან ერთად ჟოზემ 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე 2002/03 წლების სეზონში ევროპა ლიგის ტიტულს დაეუფლა, 2-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი პორტუგალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.