Belive

ბენ არფა "რენში" გადადის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბ "რენის" პრეზიდენტმა ოლივერ ლეტანგმა ბენ არფა დაარწმუნა, რომ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Yahoo Sport FR. - ავრცელებს. ლეტანგი ფრანგი ფეხბურთელის დარწმუნებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა,მაგრამ გუშინდელი დღე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მოლაპარაკება ამჟამად მიმდინარეობს 2 წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. აღსანიშნავია ისიც,რომ ბენ არფა საკმაოდ ნიჭიერ ფეხბურთელად  და საფრანგეთის ნაკრების მომავლად მიიჩნეოდა, თუმცა სპორტსმენმა პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები